დღეს ცნობილი როკმუსიკოსის – ბაჩი ქიტიაშვილის სახელობის ფესტივალი იწყება

15 სექტემბერს, 1700 საათზე, კლუბ „ტრიუმფში“ (თბილისი, ა. წერეთლის 116) გაიმართება ლეგენდარული როკჯგუფის, „ბერმუხას“ დამაარსებლისა და გიტარისტის, ბაჩი ქიტიაშვილის სახელობის როკფესტივალი. ფესტივალი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ასოციაცია „ჯადოსნური ხმების“ მხარდაჭერით გაიმართება.
მსმენელის წინაშე 10 როკჯგუფი წარდგება და ისინი შეასრულებენ მხოლოდ ორ-ორი ნაწარმოების ქართულ ვარიანტს.
იდეის ავტორი და წამყვანი გახლავთ ნუგზარ კვაშალი, ჟიურის თავმჯდომარეა ასევე ცნობილი როკჯგუფის, „ოკეანის“ გიტარისტი კაკო ვაშალომიძე.
აღნიშნული ფესტივალის ჩატარება ყოველწლიურად იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს როკმუსიკის პოპულარიზაციასა და ახალბედა შემსრულებლების/ბენდების წარმოჩენას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები