„მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი” გაიმართება

17-25 სექტემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით,   ,,მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი” გაიმართება.

ფესტივალის პროგრამა:

17 სექტემბერი – სახალისო მეცნიერება
11:00 – სახალისო არქეოლოგია. პროგრამა განკუთვნილია მე-6-მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის.
ავტორი: თეონა შელია;
12:00 – კერამიკის რესტავრაცია. პროგრამა განკუთვნილია მე-3-მე-7 კლასის მოსწავლეებისათვის.
ავტორი: თეა კინწურაშვილი;
12:00 – ქართული ხელნაწერი წიგნის საწერი მასალა და იარაღი – „აღსაწერელნი წიგნისანი”.
ავტორი: დარეჯან გოგაშვილი;
13:00 – მონეტები და მათი ისტორია. პროგრამა განკუთვნილია მე-4-მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის.
ავტორი: მაია პატარიძე;
14:00 – ქვის იარაღის დამზადების ისტორიული ტექნოლოგიები. პროგრამა განკუთვნილია მე-4 -მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის. ავტორი: დავით ჟვანია;
15:00 – ლექცია „საბრძოლო იარაღის კოლექცია“. განკუთვნილია მე-10-მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის. ავტორი: მამუკა ქაფიანიძე.

მისამართი: საგამოფენო ცენტრი ,,ექსპო ჯორჯია”, მე-11 პავილიონი. თბილისი, წერეთლის გამზ. 118.

20 სექტემბერი, 19:00 საათი – ცნობილი ამერიკელი პალეოანთროპოლოგის დონალდ კარლ იოჰანსონის საჯარო ლექცია „ადამიანის ევოლუცია”.
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზო, რუსთაველის გამზ. 3.
21-24 სექტემბერი – კონფერენცია ,,Homo erectus-ის 100+25 წელი: დმანისი და მის მიღმა”.
21 სექტემბერი, 19:00 საათი – გამოფენის ,,ქვის ხანა საქართველოში” გახსნა.
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის გამზ. 3.
25 სექტემბერი, 15:00 საათი – გამოფენის „უკან წყალში, ზღვის ძუძუმწოვრების ევოლუცია” გახსნა.
მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის გამზ. 3.
25 სექტემბერი, 17:00 საათი – დოქტორ პაველ გოლდინის საჯარო ლექცია „ზღვის ძუძუმწოვრები”.
მისამართი: სამეცნიერო კაფე, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის გამზ. 3.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები