„ართ ჰოლის“ ახალგაზრდა მსახიობების შეუდარებელი პრემიერა თუმანიშვილის თეატრში…

სახელოვნებო სტუდიის – „ართ ჰოლის” 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით თუმანიშვილის თეატრში  გოგა პიპინაშვილის სპექტაკლის – „მერე ვნახოთ, რა იქნება” პრემიერა შედგა. სპექტაკლის პრემიერას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და მსახიობები დაესწრნენ.
„ართ ჰოლის” ახალგაზრდა მსახიობებმა თუმანიშვილის სცენაზე ხელოვნების ზეიმი მოაწყეს. პრემიერას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძედაესწრო.
მიხეილ გიორგაძე „რეპორტიორთან”  „ართ ჰოლის” შესახებ საუბრობს:
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მსახიობებს მინდა ვუთხრა დიდი მადლობა.უდიდესი სიამოვნება მოგვანიჭეს ყველას, დარწმუნებული ვარ და შემიძლია ყველასსახელით ვისაუბრო. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა გოგა პიპინაშვილს,იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი უშრეტი ენთუზიაზმით და მიუხედავად ძალიან ბევრიობიექტური, თუ სუბიექტური სიძნელისა, თავისი დამოკიდებულებით საქმისადმი, თავისისიყვარულით და ძალიან ხშირ შემთხვევაში თავდადებითაც კი ამტკიცებს იმას, რომახალგაზრდა თაობა გვყავს ძალიან ნიჭიერი, ახალგაზრდა თაობას სწყურია ხელოვნება დაარ აქვს მნიშვნელობა ვინ დადგება პროფესიონალი მსახიობი და ვინ არა, მთავარია, რომ ესბავშვები და ახალგაზრდები ეზიარებიან ხელოვნებას, სიყვარულსა და სილამაზეს და ამემოციას გადმოსცემენ დარბაზში მყოფ მაყურებელს. კიდევ ერთხელ ძალიან დიდიმადლობა მათ”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
„სიამაყის გრძნობა მაქვს, იმიტომ, რომ  გოგამ ამდენი წელი იწვალა, ამდენი წელი იტანჯადა ასეთი ბავშვები გამოუვიდა.”- მსახიობი ზურა ყიფშიძე „რეპორტიორს” სპექტაკლის შემდეგ მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს:
„არაჩვეულებრივი ბავშვები არიან. ეს არის მასალა, რომლისგანაც ნებისმიერი რეჟისორიგააკეთებს იმას, რაც უნდა. ძალიან დიდი ბედნიერებაა და სიტყვებს ვერ ვპოულობ, ისეთიემოციური დღე იყო. ძალიან მიხარია, რომ გოგამ მოახერხა და ბავშვები აამოძრავა”, – ამბობსზურა ყიფშიძე.
თუმანიშვილის თეატრში  მსახიობი დუტა სხირტლაძე იმყოფებოდა. დუტა სხირტლაძისგანცხადებით გოგა პიპინაშვილი მისი მასწავლებელია, სწორედ ამიტომ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ პიპინაშვილის მიერ დაარსებული ცენტრი- „ართ ჰოლი” ძალიან საინტერესო და პროფესიონალ მსახიობებს აღზრდის.
„გოგა პიპინაშვილი ჩემთვის არის უფროსი მეგობარი, ჩემი მასწავლებელი. ჩემი პირველიზიარება კინოში, ჩემი პირველი როლი, პირდაპირ გოგას უკავშირდება და ეს ზაზაკოლელიშვილის დამსახურებაა. გოგას დამსახურებით, პირველად გავიგე, როგორ უნდაიმუშაოს მსახიობმა, მაშინ მივხვდი როგორი უნდა იყოს მსახიობი.
წარმატებები მინდა ვუსურვო ამ არაჩვეულებრივ სტუდიას. გოგას, მადლობა, რომ ასეთიარის და ამდენი წელია ზრუნავს ბავშვებზე”, – განაცხადა დუტა სხირტლაძემ„რეპორტიორთან” საუბარში.
თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე კი  „რეპორტიორთან” აღნიშნავს, რომ „ართ ჰოლის” ახალგაზრდა მსახიობებმა სპექტაკლის პრემიერაზე შეუდარებლად შეასრულეს მორგებული როლები.
„ძალიან რთულია ბავშვებთან მუშაობა. თუმცა, უფრო ადვილია სუფთა ფურცელზე წერა,ვიდრე დაწერილის წაშლა და ახლიდან დაწერა. აი, ეს ბავშვებიც რომ მოვლენ, თეატრალურუნივერსიტეტში, არაფერი ზედმეტი არ ექნებათ. ისინი სწორ რელსებზე დგანან, იმიტომ,რომ მათ ისეთი დიდი ოსტატი ასწავლის მსახიობის ოსტატობას, როგორიც არის გოგაპიპინაშვილი. ვულოცავ ყველას, ვულოცავ მთელ ჯგუფს”, – ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე.
„ართ ჰოლის” 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით პიესა პოეტმა გენრი დოლიძემ დაწერა. სცენარის ავტორის თქმით, მისთვის სპექტაკლი „მერე ვნახოთ, რა იქნება” სადებიუტოა, ამიტომ მსახიობებთან ერთად მღელვარება მასაც არანაკლებ ეტყობოდა.
„ჩემთვის ეს იყო დრამატურგიული დებიუტი. პირველი მონაწილეობა იყო სერიოზულსპექტაკლში ჩემი, როგორც პიესის ავტორისა. გამიხარდა, რომ პროფესიონალებთან მომიწიამუშაობა. სცენარის ადაპტაციაც ასევე პროფესიონალ დრამატურგთან ერთადთანამშრომლობის შედეგად შედგა. ბედნიერი ვარ, რომ რაც დავწერე, ის ვიხილე დიდსცენაზე და ამავე დროს საკმაოდ პროფესიონალურ დონეზე შესრულებული და ეს არისყველაზე დიდი ბედნიერება ნებისმიერი ხელოვანისთვის”, – ამბობს გენრი დოლიძე „რეპორტიორთან.” ხოლო, რეჟისორ გოგა პიპინაშვილის თქმით, მიუხედავად მისი კრიტიკული ხედვისა, პრემიერამ ძალიან კარგად ჩაიარა და ამაზე მაყურებელთა ემოციები მეტყველებდა.
„მე ყოველთვის კრიტიკული ვარ როგორც საკუთარი ნამუშევრის მიმართ, ისე ჩემიბავშვების ნამუშევრის მიმართ. დარბაზს ემჩნეოდა, როგორ მიიღო ეს სპექტაკლი დაჩემთვის მთავარია, რომ მაყურებელმა ამ ბავშვებს არ უყუროს გარკვეული შეღავათით დაანგარიშის გაწევით, რადგან პატარები არიან. ძალიან მინდა, რომ ისინი პროფესიულადფასდებოდნენ. დღეს რამდენიმე სცენა იყო ძალიან კარგი. ორი დღის დაბადებულისპექტაკლია და, რა თქმა უნდა, გათამაშება სჭირდება.მჯერა, რომ იმდენად ნიჭიერიბავშვები არიან, რომ თუ სიცოცხლე უწერია ამ სპექტაკლს, ისინი გააცოცხლებენ იმსათქმელს, რაც მრავლად არის ამ სპექტაკლში გაბნეული”, – განაცხადა გოგა პიპინაშვილმა „რეპორტიორთან” საუბარში.
„რეპორტიორი” „ართ ჰოლის” მსახიობებსაც ესაუბრა.  მსახიობ ნინა ლორთქიფანიძისგანცხადებით, მისთვის სპექტაკლის პრემიერა განსაკუთრებულკად მნიშვნელოვანი იყო, რადგან თუმანიშვილის თეატრის სცენაზე დგომა ორმაგ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
„დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში ვმუშაობდით ამ სპექტაკლზე, რაც არის ძალიანცოტა დრო. თითოეული მონაწილე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა, პირველრიგში იმიტომ, რომ ამოვდივართ მიხეილ თუმანიშვილის სცენაზე და აქ თამაში არისძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასთვის. პირველ რიგში, გვინდოდა, რომ ბატონიგოგას იმედები გაგვემართლებინა. ბატონმა გოგამ ძალიან დიდი შრომა და ჯაფა ჩადოჩვენში და ალბათ, ზუსტად ის არ იყო, რაც გვინდოდა, ყოფილიყო, მაგრამ ჩვენი სათქმელივთქვით. რაც ამ თაობას გვინოდა, რომ გვეთქვა, გადმოგვეცა სცენიდან და იმედი მაქვს,ყველას გულამდე მივიდა”, – ამბობს ნინა ლორთქიფანიძე. ხოლო ცენტრის მსახიობის,ნიკოლოზ გოგიჩაიშვილის თქმით, „ართ ჰოლის” დამფუძნებელთან, გოგა პიპინაშვილთანმუშაობა ძალიან სასიამოვნოა.
„სპექტაკლზე მუშაობის პროცესი, ბატონ გოგასთან ერთად, ძალიან საინტერესო იყო. რათქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ჩვენი იდეები, ვთავაზობდით გოგას და შემდეგ იგი გვაყენებდარელსებზე და მიმართულებას გვაძლევდა. ამიტომ, ძალიან საინტერესო გამოვიდამუშაობის პროცესი და პერსონაჟის შექმნა. რაც შეეხება თვითონ სპექტაკლს, ძალიან ცოტადროში დაიდგა, ბევრი პრობლემის გამო, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაცა გამოგვივიდა დასპექტაკლი შედგა”, – ამბობს „რეპორტიორთან” ნიკოლოზ გოგიჩაიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები