მსოფლიოში უდიდესი სამგზავრო გემის ეკიპაჟის წევრი წვრთნების დროს დაიღუპა

მსოფლიოში უდიდესი სამგზავრო გემის, Harmony of the Seas-ის ეკიპაჟის წევრი მარსელის პორტში მიმდინარე წვრთნების დროს დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ინციდენტის დროს ეკიპაჟის 4 წევრი დაშავდა. გემის ეკიპაჟი უსაფრთხოების წვრთნებს ატარებდა, როდესაც ერთ-ერთი საევაკუაციო ნავი მოულოდნელად მეხუთე გემბანიდან ჩამოვარდა.
Harmony of the Seas-ის ბორტზე 8 ათასი ადამიანი შეიძლება განთავსდეს. მისი სიმაღლე 70 მეტრს შეადგენს, ანუ 25-სართულიან სახლს უდრის. ლაინერის გამოშვება 1 მილიარდ 132 მილიონი დოლარი დაჯდა. მისი მფლობელია ნორვეგიულ-ამერიკული კომპანია Royal Caribbean Cruises Ltd.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები