ლევან კალანდაძე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევას ისტორიულ ფაქტს უწოდებს

ექსპერტი, ლევან კალანდაძე ჩინეთთან საქართველოს მიერ თავისუფალი ვაჭრობის ხელშკერულების მიღწევას,ისტორიულ მოვლენას უწოდებს. კალანდაძის თქმით, საქართველო იმ 20 ქვეყანას შორის აღმოჩნდა, რომელთანაც ჩინეთს მსგავსი ხელშეკრულება აკავშირებს.
“ეს მართლაც ისტორიული ფაქტია არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, პოლიტიკურითაც. პრაქტიკულად, ორი წელი დასჭირდა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევას. ჩინეთი არ ანებივრებს სხვა სახელმწიფოებს ასეთი რეჟიმებით და საქართველოსთვის, პრაქტიკულად, ექსკლუზივია, რადგან უპირატეს მდგომარეობაში იქნა ჩაყენებული – მსოფლიოში ჩინეთს მხოლოდ 20 ქვეყანასთან აქვს ასეთი რეჟიმი. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა და კარგი პერსპექტივა. დაახლოებით, მილიარდნახევრიანი ბაზარია, რომელიც ძალიან საინტერესო შეიძლება გახდეს საქართველოსთვის არა მხოლოდ წმინდა სავაჭრო ურთიერთობისთვის. ის, რომ ქართული ღვინისთვის ფაქტობრივად, ექსკლუზიურად, მთლიანად გახსნილია ბაზარი, ეს ძალიან კარგია, რადგან სოფლის მეურნეობის განვითრების ძალიან საინტერესო ნიშები შეიძლება გაჩნდეს”, – განაცხადა კალანდაძემ. მისი თქმით, ჩინეთი ასევე დაინტერესებულია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხებით და იმ ქვეყნებთან თანამშრომლობით, რომელსაც ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა აქვს და ამავდროულად ავტორია ე.წ. აბრეშუმის გზის კონცეფციისა.
“ამ კონცეფციაში საქართველოს სრულფასოვანი ადგილის დამკვირება მნიშვნელოვნად იქნება წახალისებული და ხელშეწყობილი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სრულად ამოქმედების შემდეგ. აქედან მივიღებთ იმ ბენეფიტს, რომ გავზრდით ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობას და ასევე შეიძლება, გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური და სასაქონლო ჰაბი ჩინეთ-ევროპის ურთიერთობების კონტექსტში – ჩინური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით საქართველოში და ევროპის ბაზარზე ორიენტირებული წარმოების გასავითარებლად. თავისი რანგით და მნიშვნელობით, ჩინეთთან მიღწეული შეთანხმება პრაქტიკულად არის იდენტური ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და აქედან გამომდინარე, ის წრედი, რაც მოაზრებული იყო საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო-ფინანსური ჰაბის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, ჩინეთთან ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, სრულად იქნება რეალიზებული. ბუნებრივია, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოში ახალი ინვესტიციების განხორციელებასთან, რაც გამოიწვევს გარკვეული სამუშაო ადგილების შექმნას და რაც ყველზე მთავარია, ეს შექმნის გარკვეულ კეთილდღეობებს ქართველი მეწარმეებისთვის და ქართველი საზოგადოებისთვის”, – აღნიშნა ექსპერტმა. ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს ბათუმში, ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. მისივე თქმით, 7 თვეში მიღწეული შეთანხმების შედეგად, 2017 წლიდან, ჩინეთში საქართველოდან ნულოვანი ტარიფებით შესაძლებელია ღვინისა და სხვა აგრარულ პროდუქციის შეტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები