პოროშენკო უკრაინის ჯარს მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს ჰპირდება

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალების ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5% უნდა იყოს. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დღეს 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა. ეს განცხადება პოროშენკომ დნეპროპეტროვსკის ოლქში გააკეთა, სადაც ახალი საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიას დაესწრო. მისი ინფორმაციით, მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტი 129 მილიარდი გრივნა, ანუ 11 მილიარდი აშშ დოლარი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები