ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირიდან უნგრეთის გარიცხვის ინიციატივით გამოდის

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასალბორნი ევროკავშირიდან უნგრეთის გარიცხვის ინიციატივით გამოდის. ლუქსემბურგელი დიპლომატი ბუდაპეშტს ევროკავშირის ფუნდამენტური ფასეულობების დარღვევაში ადანაშაულებს.
„ჩვენ ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპების მასობრივ დარღვევას ვერ დავუშვებთ. თუ ქვეყანა ლტოლვილების წინააღმდეგ ღობეს აშენებს, პრესისა და სასამართლოს დამოუკიდებლობას არღვევს, ის დროებით ან, უკიდურეს შემთხვევაში, სამუდამოდ უნდა იყოს გარიცხული ევროკავშირიდან“, – განაცხადა ასელბორნმა გამოცემა Die „Welt“-თან ინტერვიუში. მისივე თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მსგავსი პირები აცხადებენ, რომ ევროკავშირი არის გაერთიანება, რომელმაც გარკვეული ფასეულობები უნდა დაიცვას, მაგრამ სინამდვილეში ამ ფასეულობებს თვითონაც ვერ იცავენ.
„უნგრეთს სულ ცოტა აკლია, რომ ლტოლვილებისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცეს“, – განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ევროკავშირის ლიდერები პარასკევს სლოვაკეთში იკრიბებიან. შეხვედრაზე ამ ორგანიზაციის მომავალი იქნება განხილული. დღეს არსებული წესის მიხედვით, ევროკავშირს შეუძლია ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილის მქონე ქვეყნის განაცხადის უარყოფა ან ამ საკითხის გადადება, თუმცა ორგანიზაციიდან რომელიმე ქვეყნის გარიცხვა კანონით გათვალისწინებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები