ოჯალანი „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და თურქეთის ხელისუფლებას შორის კონფლიქტის დასრულების პირობას დებს

„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ლიდერი აბდულა ოჯალანი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, პირობას დებს, რომ ამ დაჯგუფებას და თურქეთის ხელისუფლებას შორის მიმდინარე კონფლიქტი ექვს თვეში დასრულდება. ამის შესახებ თურქული მედია ოჯალანის ძმაზე დაყრდნობით იუწყება, რომელსაც აბდულასთან შეხვედრის უფლება მისცეს.
ჩვენ გვაქვს გარკვეული პროექტები. ჩვენ ქურთების პრობლემის მოგვარებაზე უარი არ გვითქვამს. ეს უაზრო ომია. უნდა შეწყდეს ცრემლები და სისხლისღვრა“ – აცხადებს ოჯალანი.
აბდულა ოჯალანს ტერორიზმის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ის კუნძულ იმრალიზე მდებარე ციხეში იმყოფება.
2012 წელს ანკარამ ოჯალანთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხზე მოლაპარაკება დაიწყო. თუმცა 2015 წლის ივლისში კონფლიქტი კვლავ გამწვავდა. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დღესაც შეტაკებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები