ნოდარ ხადური ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ქლეი ბერის შეხვდა.
მხარეებმა ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ პარტნიორობასა და მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, აღინიშნა მზაობა სამომავლო მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები