გოგი თოფაძე ცესკო-სგან მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს

პარტია “მრეწველების” ლიდერი გოგი თოფაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს.
ამის შესახებ განცხადება თოფაძემ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში ცესკო-ს მიერ მისი პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხზე საუბრისას გააკეთა.
მისი მტკიცებით, კონკურენტ პარტიებს პარლამენტში მისი შესვლა არ სურთ.
„იძაბება ურთიერთობები. ჩვენ გადავლახავდით 5 პროცენტზე მეტს და შეიძლება ვიღაცას ეს არ სურდა. უმრავლესობით ვინც მოვა ვიცით – „ქართული ოცნება„ და ტყუილად ნუ იკლავენ თავს.
არცერთ ჩვენს კონკურენტს არ უნდა, რომ ჩვენ პარლამენტში მოვხვდეთ. „ქართული ოცნების“ გარდა, ყველა კონკურენტები ვართ პრაქტიკულად.
ხვალ 14:00 საათზე ჩანიშნულია სასამართლო. თავად გაარკვიონ, რა მოხდა, გამოიძიონ. ჩვენ მორალურ ანაზღაურებას მოვითხოვთ. თვითონ მოძებნონ, სად არის დოკუმენტები. ჩვენ ყველაფერი ჩავაბარეთ და მოძებნონ“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები