კახა კალაძე: მე, როგორც იმერელი, ბედნიერი ვარ, რომ ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

„მე, როგორც იმერელი, ამ რეგიონის შვილი, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან თქვენს ქალაქში, ქუთაისში, დღეს საფუძველი ჩაეყარა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ქუთაისში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
პარტიის გენერალური მდივანი მოსახლეობას ქუთაისის 47-ე და 48-ე ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან, გენადი მარგველაშვილთან და დიმიტრი მხეიძესთან ერთად შეხვდა.
პარტიის გენერალურმა მდივანმა ყურადღება გაამახვილა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე და აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.
„დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მე, როგორც იმერელი, ამ რეგიონის შვილი, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან თქვენს ქალაქში, ქუთაისში, დღეს საფუძველი ჩაეყარა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ამ პროექტისთვის დაახლოებით ერთი მილიარდი იქნება დახარჯული. ეს იქნება 60 ათას სტუდენტზე გათვლილი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე. 140 ჰექტარი ტერიტორია იქნება გამოყენებული ამ პროექტის განხორციელებისთვის. ამ პროექტს განახორციელებს ფონდი „ქართუ“, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით“,-აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არ დაემსგავსება სხვა ოპონენტებს , სხვა პოლიტიკურ პარტიებს და არ დაიწყებს ისეთი დაპირებების გაცემას, რისი გაკეთებაც და განხორციელებაც შეუძლებელი იქნება.
„ არის რაღაც მიმართულებები, რისი გაკეთებაც შეიძლება გართულდეს. ამაზეც არ უნდა მოგვერიდოს საუბარი, პირდაპირ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს რადგან ხვალ, ზეგ, როდესაც მოვალთ თქვენთან, თვალებში შეხედვის არ უნდა შეგვრცხვეს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია და რის გაკეთებასაც აუცილებლად მოვახერხებთ. ძალიან ბევრი კითხულობს, თუ როგორ შეიძლება 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. მე ვისაუბრე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. ასევე, პროექტზე „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში პროდუქტების წარმოებას და იმას, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე. ეს პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება და აუცილებლად მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელიც არის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებული და გამოყოფილია თანხები დაფინანსებითვის, მომავალშიც გაგრძელდება, უფასო ხვნა-თესვის პროგრამა იმისთვის, რომ გლეხი გავაძლიეროთ, სოფელი გავაძლიეროთ, მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ჩვენ ყველას კარგად გვესმის, თუ რამხელა დატვირთვა აქვს ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობას. კლიმატური პირობები ხელს გვიწყობს, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, მთავრობა, ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას იმისთვის, რომ ეს პროექტები დააფინანსოს, რათა ხელი შევუწყოთ სოფლად მაცხოვრებ ადამიანს, რომ გვქონდეს ძლიერი სოფელი, ძლიერი რაიონები, ძლიერი ქალაქები. ეს უკვე ძლიერი საქართველოა“,- განაცხადა პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები