გაიდარის განცხადება რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ შსს-ში ერთი წლის შემდეგ მოხვდა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ოდესის ყოფილი ვიცე-გუბერნატორისგან, მარია გაიდარისგან მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ განცხადება მიიღო. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. თავად გაიდარი აცხადებს, რომ ეს განცხადება გასული წლის აგვისტოში დაწერა, როდესაც ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში სამუშაოდ გადავიდა.
„რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის საკითხების მთავარ სამმართველოში შესულია მარია გაიდარის განცხადება, რომელშიც ის რუსეთის მოქალაქეობაზე უარის შესახებ აცხადებს, ვინაიდან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და რუსეთში ცხოვრება და მუშაობა არ სურს“, -წერია უწყების განცხადებაში. მარია გაიდარს უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობა გასული წლის 4 აგვისტოს მიანიჭა, როდესაც ის ოდესის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. მარია გაიდარმა ვიცე-გუბერნატორის თანამდებობა 2016 წლის მაისში დატოვა. მანამდე ის აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის დაპირებული კომპენსაციის გადაუხდელობაში დაადანაშაულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები