პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრები “ქართულ ოცნებას“ შეურთდნენ

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანება კიდევ 26-მა წევრმა დატოვა და “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გახდა.
პოლიტიკური გაერთიანება ,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის 26-მა წევრმა პარტია დატოვა და “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გახდა. პაატა ბურჭულაძის ყოფილმა თანაგუნდელებმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება “ქართული ოცნების“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ოფისში, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს. პაატა ბურჭულაძის მხარდამჭერები პარტიიდან წასვლის მიზეზად ბურჭულაძის გაერთიანების “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” შეერთებას და ხათუნა ლაგაზიძის პარტიიდან წასვლას ასახელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები