“მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის საგანმანათლებლო პროექტი ჩვენს ისტორიას სულ რამდენიმე ახსოვს”

„მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის საგანმანათლებლო პროექტი ჩვენს ისტორიას სულ რამდენიმე ახსოვს“, – ამ სიტყვებით ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ქუთაისში, საერთაშორისო სტანდარტების საუნივერსიტეტო ქალაქის აშენების იდეას.
მანანა კობახიძეს მიაჩნია, რომ საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა ეპოქალური მნიშვნელობის პროექტია.
„ეს ჩემი და თქვენი საქართველოა! ქუთაისი საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება! დღეს ჩვენს ქვეყანაში დაიწყო ეპოქალური მნიშვნელობის პროექტი. ქუთაისში თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების საუნივერსიტეტო ქალაქის დაარსება საქართველოს მომავალში ჩადებული ყველაზე დიდი ინვესტიციაა. მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის საგანმანათლებლო პროექტი ჩვენს ისტორიას სულ რამდენიმე ახსოვს. უდიდესი მასშტაბის საგანმანათლებლო პროექტს ჩაეყარა დღეს საფუძველი.
ქუთაისისთვის ისტორიული საგანმანათლებლო კერის ფუნქციის დაბრუნებისა და საუნივერსიტეტო ქალაქის აშენების იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. საუნივერსიტეტო ქალაქი კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი იქნება. აშენდება 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარზე, შენობების საერთო ფართი კი 1 მილიონი კვადრატული მეტრი იქნება“, – წერს მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები