ბიძინა ივანიშვილი: დავით ბაქრაძეს ერთი საათის განმავლობაში ვთხოვდი „ნაციონალური მოძრაობა“ დაეტოვებინა

ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი სტრასბურგში, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, დავით ბაქრაძესთან შეხვედრას იხსენებს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა იმერეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, იგი დავით ბაქრაძეს ერთი საათის განმავლობაში სთხოვდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაეტოვებინა.
„დავით ბაქრაძესთან ყველაზე მეტი მცდელობები მქონდა, რომ დაეტოვებინა „ნაციონალური მოძრაობა“. მეგონა, რომ უფრო მოწესრიგებული კაცი იყო, სტრასბურგში შევხვდი. მთელი საათი ვთხოვდი, არა გრცხვენია, ადექი, წამოდი-მეთქი”, – განაცხადა ივანიშვილმა იმერეთში, „GDS“-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები