ბურჭულაძე ივანიშვილს პასუხობს: ნუთუ, ისეთი მოვთხოვე, რომ მას ძალიან გაუჭირდა ჩემთვის ფულის მოცემა?

ნუთუ, ისეთი მოვთხოვე, რომ მას ძალიან გაუჭირდა ჩემთვის ფულის მოცემა? – ასე გამოეხმაურა პაატა „ ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხსითვის” ლიდერი, პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, გვერდში დგომის სანაცვლოდ პაატა ბურჭულაძემ მას თანხა მოსთხოვა.
“გულახდილად რომ ვთქვა, მაინტერესებს რა თანხაზეა ლაპარაკი. ნუთუ, ისეთი მოვთხოვე, რომ მას ძალიან გაუჭირდა ჩემთვის ფულის მოცემა? აი, თუ მაგაზე იყო, ესე იგი, ძალიან კარგად ამიწევია ჩემი ფასი. რა უნდა მომეთხოვა ისეთი, რომ ბიძინა ივანიშვილს… ალბათ, როგორც მეფეებს სთხოვენ, ნახევარი სამეფო მომეცი-მეთქი, 3,5 მილიარდი ეტყობა. არ ვიცი, როგორ უნდა ვუპასუხო მას. მე რომ ვიცოდე, რა თანხაზეა ლაპარაკი… ისეთი მომთხოვაო. რა მოვთხოვე ისეთი, საინტერესოა, რა თანხაზეა საუბარი”,- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
„თავის დროზე, როდესაც პაატა ბურჭულაძეს ვთხოვე, გვერდით დაგვდგომოდა, უამრავი ფული მოითხოვა და შეურაცხყოფილი იყო, უარი რომ ვუთხარი“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური განცხადებები აბსოლუტურ თანხვედრაშია “ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები