ბიძინა გეგიძე აბაშელის, ტაბიძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ვაკის (02 ოლქის) პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე აბაშელის, ტაბიძის და ფალიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თითოეული მოქალაქის პრობლემა მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

ბიძინა გეგიძემ აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებისათვის, რათა ხელისუფლებასთან ერთად, ხალხმაც მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები