ბიძინა ივანიშვილი: ბურჭულაძეს როცა ვთხოვე, გვერდით დაგვდგომოდა, უამრავი ფული მოითხოვა

„თავის დროზე, როდესაც პაატა ბურჭულაძეს ვთხოვე, გვერდით დაგვდგომოდა, უამრავი ფული მოითხოვა და შეურაცხყოფილი იყო, უარი რომ ვუთხარი“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური განცხადებები აბსოლუტურ თანხვედრაშია “ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებთან.
„ბურჭულაძის პირველივე განცხადებები გაიხსენეთ რომ მოვიდა, ნახეთ სააკაშვილთან რამდენჯერ ჩასულა და ძირითადად იქ დადის ეს კაცი, სააკაშვილთან ჩახუტებული ფოტოები გამოქვეყნდა. მე სამი წელიწადია არ მინახავს პაატა ბურჭულაძე იმიტომ, რომ ვიყავი და ვარ ნაწყენი. თავის დროზე, როდესაც ვთხოვე,რომ გვერდით დაგვდგომოდა, უამრავი ფული მოითხოვა და შეურაცხყოფილი იყო, უარი რომ ვუთხარი. იმის შემდგომ სამოცი წლისთავი სამჯერ გადაიხადა სამი წლის განმავლობაში, არც ერთხელ არ მივსულვარ“, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები