ყოფილი პატიმარი: ოპერაციას რომ დავთანხმებოდი, გარკვეული ორგანოები ჩემთვის, თურმე სრულიად უმიზეზოდ უნდა ამოეკვეთათ!

„პატიმარ ქალთა მდგომარეობა, ოპერაციის შემდეგ მკვეთრად უარესდებოდა“
“პარლამენტში შესვლა ერთადერთი მიზნით გადავწყვიტე – ნაცების ჩადენილი დანაშაულებები პარლამენტის ტრიბუნიდან ვამხილო და კანონის ფარგლებში დამნაშავეთა უმკაცრესად დასჯას მივაღწიო“ ! – აცხადებს სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი პოლიტპატიმარი და ყოფილი პროკურორი ნანა თხელიძე, რომელიც ამჟამად საბურთალოს რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს იყრის.
როგორც ნანა თხელიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, იგი ყოფილი ხელისუფლების დროს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის პირადი პატიმარი იყო.
როგორც ყოფილი პროკურორი ამბობს, რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ფილმში „ჰეროკრატია“ ქალთა დაწესებულები უყურადღებოდ დატოვა და იქ მომხდარი მოვლენები მაყურებელს არ გააცნო. მისი თქმით, მას სურვილი აქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რეჟისორს შეხვდეს და ქალ ყოფილ პატიმრების გაუსაძლის მდგომარეობაზე ესაუბროს.
ყოფილი პროკურორი გამოცემასთან, იმ სისასტიკეზე საუბრობს თუ რა ვითარება იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ქალთა ციხეში. მისი თქმით, მას ქალთა ციხის მთავარი ექიმი თეა ჭინჭარაული იყო.
როგორც ყოფილი პოლიტპატიმარი აცხადებს, მას ციხის მთავარმა ექიმმა სიმსივნის დიაგნოზი დაუსვა, თუმცა ექიმის რჩევას ოპერაცია გაეკეთებინა, არ დასთანხმდა. ხოლო, როდესაც იგი, 2013 წელს საპატიმროდან გათავისუფლდა, სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა და მას სიმსივნე საერთოდ არ აღმოაჩნდა. მისი თქმით, სიმსივნე არც არასდროს არ ჰქონია.
ნანა თხელიძის ინფორმაციით, 2011-2012 წლებში, სტატისტიკურად პატიმარ ქალებს იმაზე ბევრი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს, ვიდრე რეჟიმის მმართველობის სხვა წლებში საერთო ჯამში არ ჩატარებულა.
მისი თქმით, ოპერაციის შემდეგ პატიმარი ქალების ჯანმრთლებოს მდგომარეობა მკვეთრად უარესდებოდა, ხოლო ვინც ოპერაციაზე უარს აცხადებდა, ისინი გადარჩნენ.
„ თუ ადრე პატიმარი ქალები ოპერაციის მოლოდინში თავიანთ საკნებში, ნარებზე მიწოლილები იხოცებოდნენ, სიტუაცია პოლარულად შეიცვალა 2011-2012 წლებში. ისეთი დღეებიც მახსოვს, 10-15 ქალი ერთდროულად გაუყვანიათ სხვადასხვა ოპერაციის გასაკეთებლად. ფილმში ასახვამდე ეს ეპიზოდები სასწრაფოდ ჯერ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. ცალკე უნდა იქნეს განხილული ყველა ქალის ავადმყოფობის ისტორია, რომლებიც რეჟიმმა საოპერაციო მაგიდაზე აიყვანა. ოპერაციებისთვის გაწერილი იყო თანხები და ამ თანხების ათვისების მიზნით პატიმარ ქალებს საოპერაციოდ გზავნიდნენ იმ შემთხვევაშიც, როცა ოპერაცია სულაც არ სჭირდებოდათ! ფულის გათეთრება ხდებოდა. პირდაპირ გადავიტანე არნახული ზეწოლა, რათა ოპერაციის გაკეთებას დავთანხმდებოდი, რადგან განაჩენივით დამისვეს სიმსივნის დიაგნოზი, მაშინ ქალთა ციხის მთავარი ექიმი იყო ჯალათი თეა ჭინჭარაული, რომელმაც ჩემს ოჯახზე ზემოქმედება დაიწყო. რათა დაუყოვნებლივ გამეკებინა ოპერაცია, თუ დაუყოვნებლივ არ გავიკეთებდი, თავს დავიღუპავდი! თავიდანვე ეჭვი შემეპარა ამ დიაგნოზში, რადგან ზურაბ ადეიშვილის მძევალი, პირადი პატიმარი ვიყავი და ვივარაუდე, რომ შესაძლოა ჩემი ლიკვიდაცია ჰქონდათ განზრახული, რისთვისაც ყველაზე „უწყინარი“ ფორმა საოპერაციო მაგიდაზე სიკვდილი იქნებოდა. თავიდანვე გავჯიქდი, იმის მიუხედავად, რომ თეა ჭინჭარაული დღეში ხუთჯერ მაწერინებდა ხელს საბუთზე, რომ ოპერაციაზე უარის გამო, ჩემი სიკვდილის შემთხვევაში ის პასუხისმგებლობას იხსნიდა. ესეც ზეწოლის ფორმა იყო. მე ხომ მაშინ არც კი ვიცოდი, რომ არანაირი სიმსივნე არ მჭირდა და უამრავი სხვა პატიმრის მსგავსად, ურცხვად მატყუებდნენ! ოპერაციას თავიდან ვირიდებდი იმის გამოც, რომ ვხედავდი, როგორ დამძიმდა იმ ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინც ადმინისტრაციას ოპერაციზე დასთანხმდა“ – აცხადებს ნანა თხელიძე.
5 წლის შემდეგ, ყოფილი პატიმარი აცხადებს, რომ „კაჟივით“ ჯანმრთელია და სიმსივნე არც არასდროს ჰქონია.
„ოპერაციას რომ დავთანხმებოდი, გარკვეული ორგანოები ჩემთვის, თურმე სრულიად უმიზეზოდ უნდა ამოეკვეთეთათ! ვიცი, როგორ წარიმართა იმ პატიმარი ქალების ბედი, ვინც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა საოპერაციო მაგიდასთან მიიტყუა! ისიც ვიცი, რომ რამდენიმე პატიმარი ქალი, რომელებიც ჩემსავით გაჯიუტდა და დასმული დიაგნოზის მიუხედავად, ოპერაცია არ გაიკეთეს, დღეს ასევე ჯანმრთელები არიან“ – ამბობს ყოფილი პროკურორი ნანა თხელიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში და პროკურატურას თხოვნით მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ გამოიძიონ ეს ფაქტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები