ოთარ ჩრდილელი: ქართველებო! ესენი არ გარდაქმნილან, ისევ ცოცხებსა და „დუბინკებზე“ საუბრობენ!
„დამიჯერეთ, ქართველებო! ესენი არ გარდაქმნილან, ისევ ცოცხებსა და „დუბინკებზე“ საუბრობენ! „ – ამ სიტყვებით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც აჭარაში მომხდარი ინციდენტია ასახული.
როგორც ჩრდილელი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში აცხადებს, „ფაშისტთა“ ნარჩენები არანაირ სინანულსა და თვითგვემას არ განიცდიან.“
„დამიჯერეთ, ქართველებო! ესენი, არ გარდაქმნილან, ისევ ცოცხებსა და „დუბინკებზე“ საუბრობენ. მოუსმინეთ ახალგაზრდა (ქალბატონი, დედა, შვილი, და) როგორ ამბობს: ,,ღირსი იყვნენ ცოცხების და „დუბინკებისო,,! თან ამას ამბობს პროვოკატორი, რომელიც მოსული იყო ,,ქართული ოცნების,, მაჟორიტარ დეპუტატთან… არ დაიჯეროთ მიშასი და არც მისი თანამეცხედრე სანდრასი, ისინი ერთნი არიან, ერთი ოჯახის წევრები! არანაირ სინანულს და თვითგვემას, ფაშისტთა ნარჩენები არ განიცდიან!!! ირაკლი კობახიძემ, პრევენციისთვის განცხადება როცა გააკეთა, აქირქილდნენ „ ნაცები“ და მასთან აფილირებული არასამთავრობოები თუ ჟურნალისტები. აი ფაქტი, პროვოკაციისა! და ასეთი რამდენი იყო და იქნება! ქართველო ერო, დასაჯე ცერბერთა ხროვა და გამოუტანე განაჩენი 8 ოქტომბერს! მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს სერია? ამჟამად მთავარ როლში სანდრაა! მაგრამ ნაცტყუილებით არ გაბრუვდება საქართველო, თავხედნო!!! „ – წერს ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ პარტიამ “ქართული ოცნება“ დღეს ვიდეო გაავრცელა, რომლის შესახებაც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
კობახიძის განცხადებით, აჭარაში, “ქართული ოცნების” კანდიდატების ფატი ხალვაშისა და ვახტანგ წულაძის ბარცხანის მოსახლეობასთან შეხვედრისას, ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელიც საკრებულოს წევრმა „ნაციონალური „ ნაზი ფუტკარაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა, ვინმე ივანიძემ და ერთ-ერთიყოფილი რწმუნებულის ქალიშვილმა მოაწყვეს.