გიორგი კვირიკაშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაჟორიტარები ყოფილიყვნენ სიის ქვედა ეშელონებში

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაჟორიტარები ყოფილიყვნენ სიის ქვედა ეშელონებში, გამომდინარე იქიდან, რომ ვართ მათ გამარჯვებაში დარწმუნებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, აღნიშნულ პრინციპზე პარტიის პოლიტსაბჭო შეთანხმდა.
„ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მაჟორიტარები ყოფილიყვნენ სიის ქვედა ეშელონებში. ჯერ ერთი, ჩვენ დარწმუნებული ვართ მათ გამარჯვებაში. მეორეც, , ამომრჩეველს ჰქონდეს ბოლომდე მოტივაცია, რომ კანდიდატებს არ აქვთ დაზღვეული ადგილები პროპორციული სიით – მეორე ტურის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა იცოდეს, რომ აუცილებლად უნდა იაქტიუროს და დაუჭიროს მხარი იმ კანდიდატებს, რომლებსაც უჭერენ. კანდიდატების ნაწილი, რომელიც ჩვენ საგურამოში წარვადგინეთ, სიის წამყვან ათეულში მოხვდნენ. პირველი 11, თუ არ ჩავთვლი ჩემსა და კახა კალაძის კანდიდატურებს , არიან ახალი სახეები. მათ ნაწილს ჰქონდა განსაკუთრებით მაღალი პოტენციალი მაჟორიტარული ოლქების მიმართულებით, ისინი დასახელებული არიან მაჟორიტარად. ვინაიდან, ჩვენ მივიღეთ პრინციპი, რომ მაჟორიტარები არ ყოფილიყვნენ სიის ათეულში, ისინი, ალფაბეტის მიხედვით, სიის ქვედა ეშელონებში მოხვდნენ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები