ხობში XIII-XIV საუკუნეებში აშენებული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, ხობის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაობი დაათვალიერა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა სასახლის რეაბილიტაცია 2015 წლის მიწურულს დაიწყო და მალევე, მიწისქვეშ აღმოაჩინა უძველესი ნაგებობების ფრაგმენტები, რომელთაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სწავლობს.
ორსართულიანი სასახლე ხობის მონასტრის გალავნის დასავლეთ ნაწილშია ჩაშენებული. შენობა სანახევროდ დანგრეულია და მხოლოდ გარე კედლების ნაწილებია შემორჩენილი. პროექტი ითვალისწინებს სასახლის სრულ რეაბილიტაციას – აღდგება მორღვეული კედლები, გაკეთდება სართულშუა გადახურვა. გაკეთდება იატაკები და კარ-ფანჯრა. სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია არა მარტო უზრუნველყოფს მის დაცვას, არამედ ხელს შეუწყობს ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები