ცეზარ ჩოჩელი-61 პროცენტი, დიმიტრი ხუნდაძე-20,1, ირაკლი ბერიაშვილი-4,3 – ვის უჭერენ მხარს მცხეთელები?

“კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფმა” და “სოციოლოგიური კვლევებისა და ინოვაციების ცენტრმა” მცხეთასა და მცხეთის რაიონის სოფლებში ერთობლივი სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარეს. გამოკითხვის მიზანი მოსახლეობის განწყობისა და კონკრეტული მაჟორიტარი კანდიდატებისადმი დამოკიდებულების კვლევა იყო.
სოციოლოგიური გამოკითხვა შემდეგ სოფლებში ჩატარდა: წილკანი, ძალისი, მუხრანი, ქანდა, ქსოვრისი, ნატახტარი, მისაქციელი, ნაუზა, ნავდარაანთკარი, აღდგომლიანთკარი, დიდი ქანდა, წეროვანი, გოროვანი, ქსანი, საგურამო, გალავანი, ბიწმედი, ნიჩბისი, ძეგვი, არმაზი.
ამჯერად დასმული იყო ერთადერთი კითხვა: “დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის აირჩევდით მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატად?“
გამოკითხული ამომრჩევლების ხმები ასე გადანაწილდა. გამოკითხულთა 61 პროცენტი დამოუკიდებელ კანდიდატს, ცეზარ ჩოჩელს უჭერს მხარს, “ქართული ოცნების” კანდიდატის, დიმიტრი ხუნდაძისთვის ხმის მიცემას ამომრჩეველთა 20,1 პროცენტი გეგმავს, გამოკითხული მოსახლეობის 4,3-მა პროცენტმა ფავორიტად “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, ირაკლი ბერიაშვილი დაასახელა, “ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატს, გიორგი გუგავას გამოკითხულთა 4 პროცენტი აძლევს ხმას, ხოლო “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელს, კონსტანტინე მორგოშიას – 4 პროცენტი.  პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა 6-მა პროცენტმა, ამომრჩეველთა 6,6 პროცენტს კი ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი,  ვის მისცემს ხმას.
“სოციოლოგიური კვლევებისა და ინოვაციების ცენტრმა” გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩაატარა და მასში მონაწილეობა 320-მა ამომრჩეველმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები