ენერგეტიკის სამინისტროს ილია ელოშვილი უხელმძღვანელებს

ენერგეტიკის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. კახა კალაძის შემცვლელი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაასახელა.
„ილია ელოშვილი 2012 წლიდან ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილეა. განათლება მიღებული აქვს საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ლუქსემბურგის, ჰოლანდიის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში. ილიას ენერგეტიკის სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, იგი წამყვან პოზიციებზე მუშაობდა არაერთ კერძო კომპანიაში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს – USAID -ის და ფონდის “ათასწლეული გამოწვევა საქართველოში“ პროგრამების ფარგლებში მას აქვს მიღებული ძალიან კარგი გამოცდილება“, -განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის პოსტი დღეს დატოვა. კალაძე მმართველი გუნდის პარტიულ სიაში მე-2 ნომერია, კანონმდებლობის მიხედვით კი, პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ პირები, რომელთა თანამდებობებიც დეპუტატობის კანდიდატობასთან შეუთავსებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები