იოსებ ხიმშიაშვილი: ლაგაზიძის განცხადება სამარცხვინოა

პარტიის “სახელმწიფო ხალხისათვის” თბილისის ისნის საარჩევნო ოლქის ყოფილი აღმასრულებელი მდივანი იოსებ ხიმშიაშვილი ხათუნა ლაგაზიძის მიერ პარტიის დატოვების ფაქტს სამარცხვინოს უწოდებს. იოსებ ხიმშიაშვილი ვარაუდობს, რომ ლაგაზიძემ “სახელმწიფო ხალხისათვის” დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარტიის გამსვლელ სიაში ვერ მოხვდა.
“როდესაც დავტოვე პარტია, ზუსტად იმ მიზეზით, რომ ბურჭულაძე გაერთიანდა “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტ პარტიებთან და ვაცხადებდი, რომ ბურჭულაძე იყო მიხელ სააკაშვილის პროექტი, ხათუნა ლაგაზიძე და მისი თანაპარტიელი ლიდერები აცხადებდნენ, რომ ჩვენ მიერ პარტიის დატოვება იყო ხელისუფლების პროექტი. დღეს კი იგი სამარცხვინოდ და უსინდისოდ აცხადებს, რომ ბურჭულაძის პარტია იყიდეს “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტმა პარტიებმა “გირჩმა” და გიორგი ვაშაძის პარტიამ. ლაგაზიძე და მისი თანაგუნდელები ჩვენს მიმართ გაკეთებულ განცხადებებში არ იყვნენ გულწრფელები, მათ ჩირქი მოსცხეს იმ პირებს, რომლებმაც პირველად ამხილეს ბურჭულაძის პარტიის კავშირი “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტ პარტიებთან და პროტესტის ნიშნად დატოვეს ბურჭულაძის პარტია”, – აღნიშნა ხიმშიაშვილმა. ცნობისთვის, დღეს პაატა ბურჭულაძის პარტია ხათუნა ლაგაზიძემ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები