„დღეს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ქვეყნაში არ იდევნებიან, არ მიმდინარეობს მათი დაშანტაჟება, პოლიციის მხრიდან ზეწოლა“

“დღეს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ქვეყნაში არ იდევნებიან, არ მიმდინარეობს მათი დაშანტაჟება, პოლიციის მხრიდან ზეწოლა”, – ამის შესახებ პარტია ”ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, კახა კალაძემ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუ არის რაიმე ცალკეული ინციდენტები და დარღვევები, ამას შესაბამისი ზომები მოჰყვება.
”პირველ რიგში, ალბათ, თქვენ – ჟურნალისტები გრძნობთ არსებულ რეალობას, რაც ჩვენ დღეს გვაქვს იმ გარემოებებთან შედარებით, რაც იყო 2012 წელს. დღეს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ქვეყნაში არ იდევნებიან, არ მიმდინარეობს მათი დაშანტაჟება, პოლიციის მხრიდან ზეწოლა. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს არ დასდევენ ხელკეტებით. წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუ არის რაიმე ცალკეული ინციდენტები და დარღვევები, ამას შესაბამისი ზომები მოჰყვება და შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები