კახა კალაძე: მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც პირველი დღეებიდან შეკრებილი იყო „ქართული ოცნების“ ირგვლივ

ყველა სიაში ვერ მოხვდებოდა და, რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა, კახა კალაძემ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კალაძე დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები, სადაც არ უნდა იყვნენ, ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.
„ყველა სიაში ვერ მოხვდებოდა და, რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღეებიდან შემოკრებილი იყო პარტია „ქართული ოცნების“ ირგვლივ. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი წლები გავატარეთ, რთული დღეები გამოვიარეთ. ეს ეხება 2011-2012 წლებს. დღეს ქვეყანაში გვაქვს სრულიად სხვა რეალობა და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, ამ ადამიანების დიდი დამსახურებაცაა. ეს ადამიანები ყველა თავისი წარსული ცხოვრებით არიან შემდგარი და დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, ნებისმიერ ადგილზე ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები