ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი თანამდებობიდან გადადგა. გადაწყვეტილების მიზეზი მან ბრიფინგზე განმარტა.
ირაკლი ჭეიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მესამე ნომრია.
“მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი იმ საკრებულოს თავმჯდომარე, რომლის თერთმეტი წევრი არჩევნებში იღებს მონაწილეობას. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქალაქის პოლიტიკური სპექტრის საუკეთესო წარმომადგენლები მოღვაწეობდნენ ამ საკრებულოში“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას, რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა სირაბიძე შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები