კახა კალაძეს ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე, სავარაუდოდ, ილია ელოშვილი შეცვლის

კახა კალაძეს ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე, სავარაუდოდ, მისი მოადგილე ილია ელოშვილი შეცვლის. ელოშვილს მინისტრის მოადგილის პოსტი ამ დრომდე ეკავა.
კახა კალაძემ თანამდებობა ოფიციალურად დღეს დატოვა და სამინისტროს თანამშრომლებს დაემშვიდობა. ის „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეორე ნომერია.
კახა კალაძემ პოსტი კანონმდებლობის შესაბამისად დატოვა, რომლის მიხედვითაც მთავრობის წევრი ვალდებულია, არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, თანამდებობიდან გადადგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები