კახა კალაძის და ოთარ დანელიას შემცვლელებს პრემიერი 2 კვირაში დაასახელებს

მინისტრის გადადგომის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია ახალი მინისტრი დანიშნოს. კახა კალაძის და ოთარ დანელიას შემცვლელებს პრემიერი მთავრობას ორ კვირაში წარუდგენს.
„ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე პარტიული სიის მეორე ნომრად წარადგინა, ოთარ დანელია კი მარტვილისა და აბაშის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარად იყრის კენჭს.
მათი თანამდებობიდან გადადგომაც სწორედ საარჩევნო კამპანიაში ჩართვას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები