პრემიერ-მინისტრის თანაშემწე: სუბიექტური მიზეზის გამო, მივიღე გადაწყვეტილება, არ ვიყო სიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ არის, განცხადებას აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ მას საუბარი არ სურს, თუ რატომ არ აღმოჩნდა საარჩევნო სიაში. იგი ჟურნალისტებს თხოვნით მიმართავს, რომ ზედმეტი კითხვებით არ შეაწუხონ.
„ბუნებრივია, გაჩნდა კითხვები მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში არ ვარ. მხოლოდ სუბიექტური მიზეზის გამო, რომელიც იმდენად პირადია, რომ ამაზე საუბარი არ მსურს, მივიღე გადაწყვეტილება, არ ვიყო სიაში. ამ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად გაგებით მოეკიდა პრემიერ-მინისტრი, საჯაროდ ვუხდი მას მადლობას ნდობისთვის, თანადგომისათვის და მხარდაჭერისათვის. ასევე, მადლობელი ვიქნები ჟურნალისტების, რომლებიც გაგებით მოეკიდებიან ჩემს გადაწყვეტილებას და ზედმეტი კითხვებით არ მომმართავენ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემს გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული არ ედო და მხოლოდ პირადმა, სუბიექტურმა მიზეზმა განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება. სადაც არ უნდა ვიყო, რა პოზიციაზეც, მე გავაგრძელებ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. წარმატებას ვუსურვებ „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში“,- წერს სოფო ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები