ირაკლი ყიფიანი: ლაგაზიძის პარტიიდან წასვლა საარჩევნო სიაში არყოფნას უკავშირდება

პოლიტიკური მოძრაობის, „პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი ირაკლი ყიფიანი ხათუნა ლაგაზიძის პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებას საარჩევნო სიასთან დაკავშირებულ უკმაყოფილებას უკავშირებს.
ყიფიანმა ლაგაზიძის განცხადებებს აბსურდული უწოდა და აღნიშნა, რომ სიების შედგენის პროცესში ხათუნა ლაგაზიძეც იყო ჩართული.
„ მიზეზები, რასაც ლაგაზიძე ასახელებს, აბსურდია. მისი წასვლა სიაში არყოფნას უკავშირდება . მინდა გითხრათ, რომ სიის შედგენის პროცესი იყო გუნდური პროცესი, სადაც თავად ხათუნაც იყო ჩართული. შესაბამისად, მისი განცხადებები აბსოლუტურად კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოგდებულია.
თუ მსგავსი პრობლემები არსებობდა პარტიაში, შეეძლო, სიების გამოქვეყნებამდე ესაუბრა ამის შესახებ. სამწუხაროა, რომ მან პირადი ინტერესები გაცილებით მაღლა დააყენა, ვიდრე ორგანიზაციის ინტერესები. ის განცხადებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ ხათუნასგან, ჩვენთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა. საწყენია, რომ მსგავსი ტიპის გაცხადებებს აკეთებს ადამიანი სიების გამოქვეყნების შემდეგ“,-განაცხადა ყოფიანმა.
შეგახსენებთ, რომ ხათუნა ლაგაზიძემ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა, რის მიზეზადაც პარტიაში კრიმინალური მენტალობის ადამიანების არსებობა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები