გიორგი ვაშაძე: ხათუნა ლაგაზიძე განაწყენდა, რომ საარჩევნო სიაში არ მოხვდა

პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრი გიორგი ვაშაძე პარტიიდან ხათუნა ლაგაზიძის წასვლის ფაქტს განაწყენებული ადამიანის გადაწყვეტილებად აფასებს.
როგორც ვაშაძემ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, ლაგაზიძეს და პარტიის წევრებს სიასთან დაკავშირებით საერთო განხილვა ჰქონდათ.
„ვფიქრობ, ეს ყველაფერი სიასთან დაკავშირებით განაწყენებას უკავშირდება. მე როგორც ვიცი, მათ საერთო განხილვა ჰქონდათ, ვინ უნდა ყოფილიყო სიაში და ვინ არა. თუ კრიმინალური მენტალობის ადამიანები არიან თავმოყრილი პარტიაში, აქამდეც იყვნენ და დღეს არ გამოჩენილან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს განაწყენების ფონზე გაკეთებული განცხადებები იყო“, – განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხათუნა ლაგაზიძემ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა, რის მიზეზადაც პარტიაში კრიმინალური მენტალობის ადამიანების არსებობა დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები