8 ოქტომბერს აჭარაში ერთმანეთს 15 პოლიტიკური სუბიექტი დაუპირისპირდება
15 საარჩევნო სუბიექტი, 11 დამოუკიდებელი პარტია და 4 საარჩევნო ბლოკი აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 მანდატისთვის იბრძოლებს . უსკოს შესაბამის სამსახურს პარტიული სიების გადასამოწმებლად 10-დღიანი ვადა აქვს.
ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, გამოსასწორებლად პარტიებს 3 დღე ექნებათ. აჭარის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად რეგისტრაცია გაიარეს შემდეგმა პარტიებმა:
1. “უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“; 2. “დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისათვის”; 3. “ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები“; 4. „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია;“ 5. საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა;“ 6. “საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია;“ 7. „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;“ 8. ”ეროვნული ფორუმი;” 9. საარჩევნო ბლოკი „ჩვენები – სახალხო პარტია;“ 10. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;“ 11. ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო;” 12. საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის;“ 13. „მურმან დუმბაძე, მედეა ვასაძე – ემსახურე საქართველოს;“ 14. საარჩევნო ბლოკი „თოფაძე მრეწველები, ჩვენი სამშობლო;“ 15. „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის.“
რამდენიმე პარტია რეგისტრაციიდან მოიხსნა . მიზეზად პარტიული სიების უქონლობა დასახელდა.სიები არ წარადგინეს შმდეგმა პარტიებმა:
1. „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო;“ 2. „საქართველო;“ 3. “კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე – „მემარცხენე ალიანსი” 4. „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი;“ 5. “სახალხო ხელისუფლება.”
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საარჩევნო პროცესის პარალელურად გაიმართება.