პაატა ბურჭულაძის პარტია ხათუნა ლაგაზიძის შემდეგ გიორგი რუხაძემაც დატოვა

პაატა ბურჭულაძის პარტია ხათუნა ლაგაზიძის შემდეგ გიორგი რუხაძემაც დატოვა. პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ უკვე ყოფილი წევრი პარტიიდან წასვლის მიზეზებს სოციალურ ქსელში მოკლედ განმარტავს. ის აცხადებს, რომ პარტიულ სიაში ყოფნაზე უარი პირადი მოსაზრებებით თქვა.
როგორც ცნობილია, პარტია დატოვა ასევე ხათუნა ლაგაზიძემ. მიზეზად მან პარტიის ღირებულებების შეცვლა დაასახელა. პარტიის ლიდერმა საარჩევნო სიის პირველი 13 კანდიდატი გუშინ დაასახელა, რომელშიც ხათუნა ლაგაზიძე და გიორგი რუხაძე არ იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რუხაძე პაატა ბურჭულაძის პარტიაში გაწევრიანებამდე „ქრიასტიან-დემოკრატების“ პარტიის წევრი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები