მერია თვის ბოლომდე 37 მილიონ ლარს მიიღებს

   დღევანდელი მდგომარეობით, მერიის ანგარიშზე 56 000 000 ლარია, თვის ბოლომდე კიდევ 37 მილიონს მიიღებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. “ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციის თვალსაზრისით, თბილისის მერია ყოველგვარი დაგვიანების გარეშე გასული წლის განმავლობაში იღებდა ტრანსფერს. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის შესრულებაში იყო პრობლემები, მერიას თბილისის ტრანსფერიდან ერთი თეთრი არ დაკლებია. წელსაც ასევე იქნება. დღევანდელი მდგომარეობით, მერიის ანგარიშზე არის 56 000 000 ლარი და თვის ბოლომდე კიდევ 37 მილიონს მიიღებს”, – განაცხადა ხადურმა. ფინანსთა მინისტრმა. მან ასევე აღნიშნა, რომ 1/12-ის პრინციპით მერიას თვეში 60 000 000 ლარი სჭირდება და ფულის პრობლემა მერიას არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები