ფეხბურთელი რევაზ არველაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაშია

ვეტერანი ფეხბურთელი რევაზ არველაძე პოლიტიკაში მიდის. არველაძე “ქართული ოცნების” სახელით პარლამენტის წევრობისთვის იბრძოლებს. ფეხბურთელი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაშია წარმოდგენილი, სადაც 33-ე ნომერი უკავია.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიის სრული შემადგენლობა ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
სიის პირველი ოცეული ასე გამოიყურება: 1. გიორგი კვირიკაშვილი; 2. კახა კალაძე; 3. ირაკლი კობახიძე; 4. თამარ ჩუგოშვილი; 5. გიორგი გახარია; 6. აკაკი ზოიძე; 7. თამარ ხულორდავა; 8. რომან კაკულია; 9. სოფიო ქაცარავა; 10. ირინე ფრუიძე; 11. კახაბერ კუჭავა; 12. მანანა კობახიძე; 13. ეკა ბესელია; 14. ზვიად კვაჭანტირაძე; 15. ზვიად ძიძიგური; 16. გია ჟორჟოლიანი; 17. გიორგი გაჩეჩილაძე; 18. ირაკლი კოვზანაძე; 19. რუსლან კოღოსიანი; 20. მახირ დარზიევი.
„ქართული ოცნების“ სიაში შედის აჭარის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეც, ასევე კიდევ 20-მდე მოქმედი დეპუტატი: ლერი ხაბელოვი; ვიქტორ ჯაფარიძე; ნუკრი ქანთარია; ერეკლე ტრიპოლსკი; გიორგი კახიანი; გიგა ბუკია; თემურ ჭკუასელი; დიმიტრი ხუნდაძე; ოთარ ჩრდილელი; კარლო კოპალიანი; გუგული მაღრაძე; გია ვოლსკი; შოთა ხაბარელი; ზაზა პაპუაშვილი; ირაკლი სესიაშვილი; კახა ოქრიაშილი; ზაქარია ქუცნაშვილი; გედევან ფოფხაძე და პაატა კვიჟინაძე.
გარდა ამისა, სიაშია წარმოდგენილია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებული  პირები: ზაზა ხუციშვილი; ბიძინა გეგიძე; მამუკა მდინარაძე; ნინო გოგუაძე; ლევან გოგიჩაიშვილი; ბექა ოდიშარია; გიორგი მოსიძე; ზაზა გაბუნია; კობა კობალაძე; ლევან კობიაშვილი; კობა ნარჩემაშვილი; არჩილ თალაკვაძე და ოთარ დანელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები