ცესკომ „თოფაძე-მრეწველებს“ და “გირჩს” რეგისტრაცია გაუუქმა

„თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათ რეგისტრაცია გაუუქმა. ამის მიზეზად კი ცესკოში აცხადებენ, რომ „მრეწველების“ მიერ ცესკო-ში წარდგენილ დოკუმენტაციას საარჩევნო სია არ ახლდა.
გარდა ამისა, რეგისტრაცია გაუუქმდა ახალ პოლიტიკურ ცენტრ „გირჩსაც“, რომელმაც შესაბამისი განაცხადით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გუშინ მიმართა.
ამ დროის მონაცემებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 27 საარჩევნო სუბიექტი, რომლებმაც გუშინ დღის ბოლომდე წარადგინეს მაჟორიტარული და პარტიული სიები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები