“საქართველოს 2 ათას დასახლებულ პუნქტში გაყვანილი იქნება მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს 2 ათას დასახლებულ პუნქტში გაყვანილი იქნება მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი, რაც უპირველეს ყოვლისა განათლების განვითარებისთვის და მთლიანად ცხოვრების დონის ამაღლებისთვის არის მნიშვნელოვანი. აღნიშნულის შესახებ პრემიერმა პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ტელეხიდებით საუკეთესო გაკვეთილები სოფლად სკოლებში. ეს იქნება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვად შეცვლის საქართველოში განათლების დონეს, საფუძველს ჩაუყრის განათლებული ახალი თაობის მომზადებას თანამედროვე მოთხოვნებისთვის“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ინტერნეტიზაცია არის აქტიური აგროპოლიტკიის გაგრძელება, რომელიც უმნიშვენლოვანესია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები