საქართველოს პრეზიდენტი გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა.
როგორც “კვირას” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ევროატლანტიკური ინტერგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც იმსჯელეს.
გიორგი მარგველაშვილმა და სერ გარი ჯონსონმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს და ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილეს.
გიორგი მარგველაშვილმა და სერ გარი ჯონსონმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს და ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილეს.