გიორგი მარგველაშვილი: ჩატარებული არჩევნები იქნება კიდევ ერთი მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული პროცესის განმტკიცების თვალსაზრისით
„საქართველოს პარტიებმა, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებებისა სხვადასხვა საკითხებზე, სწორედ ვარშავის სამიტის წინ ხელი მოაწერეს ერთობლივ მემორანდუმს, რომელშიც ხაზი გაუსვეს მათ მტკიცე არჩევანს ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით“, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრაზე გააკეთა.
პრეზიდენტმა 8 ოქტომრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნები ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდება.
“მე მჯერა, რომ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იქნება კიდევ ერთი მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი, როგორც საქართველოს დემოკრატიული პროცესის, ისე ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის განმტკიცების თვალსაზრისით.
საქართველოს პარტიებმა, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებებისა სხვადასხვა საკითხებზე, სწორედ ვარშავის სამიტის წინ, ხელი მოაწერეს ერთობლივ მემორანდუმს, რომელშიც ხაზი გაუსვეს მათ მტკიცე არჩევანს ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ დეკლარაციას მხარი საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობამ დაუჭირა, რაც ობიექტური არჩევნების ჩატარების წინაპირობა იყო.
“დეკლარაცია მხარდაჭერილი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერისა და ჩემს მიერ. ამ პროცესის გაგრძელება არის ის დემოკრატიული არჩევნები, რომლის ჩატარების პროცესშიც ჩვენ ვიმყოფებით და მე მჯერა, რომ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იქნება კიდევ ერთი მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი, როგორც საქართველოს დემოკრატიული პროცესის განმტკიცების თვალსაზრისით, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის განმტკიცების თვალსაზრისით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.