“არჩევის შემთხვევაში, პირობას ვდებ, ჩემ დროს დავუთმობ ხალხის პრობლემების მოგვარებას”

“მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივანი, სოსო შატბერაშვილი მაჟორიტარად კენჭს დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში იყრის.
მისი თქმით, არჩევის შემთხვევაში, დროს მთლიანად ამ რაიონის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას მოახმარს.
“დავიბადე დაბა ფასანაურში, დუშეთის რაიონში. ჩემი მშობლები 20 წელი მოღვაწეობდნენ ამ რაიონში. პრაქტიკულად, იქ გავიზარდე და მაქვს მორალური უფლება, თიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატად ვიყარო კენჭი. არჩევის შემთხვევაში, პირობას ვდებ, აღარ მექნება პირადი ცხოვრება და მთლიანად ჩემ დროს დავუთმობ ამ რაიონის ხალხის პრობლემების მოგვარებას”, – განუცხადა შატბერაშვილმა “პირWელს”.
პოლიტიკოსის თქმით, თიანეთის მოსახლეობას ბევრი პრობლემა აწუხებს.
“პირველი პრობლემა არის უმუშევრობა. მეორე პრობლემა, ეს გახლავთ ინფრასტრუქტურული საკითხები – არ აქვთ ასფალტიანი გზა, წყალი. მოსაგვარებელია სოფლებში ახალგაზრდების გართობის პრობლემა. ჯანდაცვის პრობლებლემა აწუხებთ”, – აღნიშნა შატბერაშვილმა.
მისი თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრისას, ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი.
“სოფელ ბაზალეთში შალვა ნათელაშვილის მიერ იყო მოწყობილი პროვოკაცია. შალვა ნათელაშვილის პორტრეტიანი მაისურებით, სამიოდე ახალგაზრდა დაგვხვდნენ და სცადეს არეულობის მოწყობა, რომელიც ავღვკვეთეთ”, – აღნიშნა შატბერაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები