“ოქრიაშვილი და ჩოჩელი წარმატებული ბიზნესმენები არიან და ისინი არც „ნაციონალურ მოძრაობას“ შუქმნია და არც „ქართულ ოცნებას”
ბიზნესმენები კახაბერ ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი ძალიან წარმატებული ბიზნესმენები არიან და ისინი არც „ნაციონალურ მოძრაობას“ შუქმნია და არც „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, რეგიონული მედიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„როგორც კი ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში და გავიმარჯვეთ, მეორე დღესვე, ათმა თუ თორმეტმა კაცმა განაცხადა, გადმოვდივართ აქეთ მხარესო. ეს ხალხი არც სააკაშვილს შეუქმნია და არც ჩვენ. ისინი არიან ძალიან წარმატებულები. ოქრიაშვილი არის ძალიან ნიჭიერი კაცი. რამდენჯერმე შევხვედრივარ და რჩევები მიმიღია. ასეთივეა ჩოჩელი – საინტერესო ბიზნესმენია. ეს ის წარმატებული ხალხია, ვინც მოახერხა და საკუთარი თავით შექმნა საკუთარი წარმატებები და არა პარტიის დახმარებით. არც „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუქმნია ოქრიაშვილი და არც ჩვენ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრების ”ქართულ ოცნებაში” გამოჩენის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.