პაატა დავითაია საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს

“ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს . ამის შესახებ პაატა დავითაიამ “პირველის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, იმ სიტუაციაში, რაც წინასაარჩევნო პერიოდში შეიქმნა, ნათელია, რომ “ქართული ოცნება” უპირობოდ გაიმარჯვებს და არჩევნები ისევ ორ მთავარ პარტიას შორის ბრძოლა იქნება.
დავითაიას იმედი ჰქონდა, რომ რამდენიმე პროდასავლური პარტია გაერთიანდებოდა და ღირსეულ მეტოქეობას გაუწევდა “ქართულ ოცნებას” ,თუმცა რატომღაც, მიუხედავად მოლაპარაკებებისა, ასეთმა პარტიებმა უკან დაიხიეს.
“ჩვენი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ვუცხადებთ ბოიკოტს ამ არჩევნებს. გავაუქმეთ რეგისტრაცია. არჩევნების შემდეგ ჩატარდება ყრილობა. სავარაუდოდ, იქნება ახალი თავმჯდომარე”, – აღნიშნა დავითაიამ “პირველის ‘ პრესკლუბში საუბრისას.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, არჩევნებში მონაწილეობაზე კიდევ რამდნიმე პოლიტიკურმა ძალამ თქვას უარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები