ვორონეჟში სტალინი დაიბადა
ვორონეჟის ოლქის სარეგისტრაციო განყოფილებაში ახალშობილი, სახელად სტალინი დაარეგისტრირეს. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ახალშობილებს, ძირითადად, ტრადიციულ სახელებს არქმევენ. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ბავშვებს დობრინიას, პერესვეტს, რიმს, კნიაზს, ცეზარ-ანტუანს, ხრუსტალინას და შახერეზადას არქმევენ.