პენტაგონი რუსეთს სირიაში სამოქალაქო ომის გაღვივებაში ადანაშაულებს

სირიაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების შეყვანის შემდეგ, სიტუაცია კი არ დარეგულირდა, არამედ კიდევ უფრო გამწვავდა“,- ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ეშტონ კარტერმა „ბი-ბი-სის“ განუცხადა.
„როდესაც რუსეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ის აცხადებდა, რომ მისი მიზანი ტერორიზმთან ბრძოლა და სამოქალაქო ომის დასრულებაა. სინამდვილეში კი რუსეთმა სამოქალაქო ომი გააღვივა, ხოლო კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების მიმართულებით არაფერი გაკეთებულა“ ,- განაცხადა კარტერმა.
კოალიციის მომავალ გეგმებზე საუბრისას, კარტერმა განაცხადა, რომ მომდევნო თვეებში სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოსგან“ მთელი ტერიტორია გათავისუფლდება, ქალაქ მოსულისა და რაქის გარდა. კარტერი აცხადებს, რომ ამ დასახლებულ პუნქტებს კოალიცია ალყას შემოარტყამს, რაც ისლამისტების მნიშვნელოვან დასუსტებას გამოიწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები