ბიძინა ივანიშვილი: დღევანდელმა ხელისუფლებამ ხელოვნურად პროვოკაციების მოწყობა არ იცის
“არც უსაფრთხოების სამსახურმა და არც პოლიციამ ხელოვნურად პროვოკაციების მართვა არ იცის”, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას წინასაარჩევნოდ პროვოკაციული ფაქტების პრევენციაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, პროვოკაციული ფაქტების პრევენციისთვის ყურადღება და რაც შეიძლება მეტი კამერაა სააჭირო.
„ნებსმიერ არეულობაზე პასუხი ხელისუფლებას მოეკითხება. დღევანდელი ხელისუფლება და კვირიკაშვილი ამას კარგად აცნობიერებენ. მეც მკითხეს რჩევა რამდენჯერმე და ვერავითარი რეცეპტი ვერ მოვძებნე, გარდა იმისა, რომ კამერები იყოს, რაც შეიძლება მეტი.
ყველა კუთხეში უნდა იდგეს კამერა, ყველამ იცოდეს, რომ დაფიქისრდება ნებისმიერი ავანტიურა თუ პროვოკაცია.
დღევანდელ ხელისუფლებას არავითარი სურვილი იმისა, რომ ვინმეს შეუქმნას ცუდი პირობები არჩევნებში, არ აქვს, არც იცის. არც იფიქროთ, რომ ჩვენ ეს ვისწავლოთ.
დღევანდელმა ხელისუფალმა არ იცის ხელოვნურად პროვოკაციების მოწყობა. ეს არ იცის არც უსაფრთხოების სამსახურმა და არც დღევანდელმა პოლიციამ. ასეთი რამ ხდებოდა, საუბედუროდ, მაგრამ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამის აღმოსაფხვრელად, რადგანაც მას მოეთხოვება პასუხი“, – აღნიშნა ივანიშვილმა.