ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ ევროპელები ვართ, საქართველოს არ აქვს ალტერნატივა არჩევანში
“ჩვენ ევროპელები ვართ, საქართველოს არ აქვს ალტერნატივა არჩევანში“ ,- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. ამავე შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა.
“ჩვენ ევროპელები ვართ, საქართველოს არ აქვს ალტერნატივა არჩევანში. რუსეთმა თავად უნდა გამოკვეთოს, რა სურვილი აქვს. არ მინდა, უარყოფით კონტექსტში რამე მინიშნება, ჩვენ ურთიერთობები უნდა დავალაგოთ. ჩვენი ერთადერთი არჩევანი ევროპაა, არ აქვს ალტერნატივა დღეს ევროპას, ეს სწორი მიმართულებაა”,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად სწარაფად გავხდეთ ევროკავშირის წევრები.
“ჩვენ უნდა დავაფუძნოთ ღირებულებები და ვისწრაფოდეთ, რომ ევროპელებს ჩვენთან თანაცხოვრება მოუნდეთ. ამის ყველა რესურსი გვაქვს და ჩვენ ამას უახლოეს მომავალში მოვახერხებთ“,-განაცხადა ივანიშვილმა ზუგდიდში, გადაცემაში “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“.
გარდა ამისა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დაალაგოს.