“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ათეული ცნობილია
პარტია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო სიის პირველი ათეული ცნობილია.
სიის პირველ სამეულში არიან გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე.
“ქართული ოცნების” პარტიის პროპორციული სიის პირველი ათეული ასეთია: გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, აკაკი ზოიძე, თამუნა ხულორდავა, რომან კაკულია, სოფო ქაცარავა და ირინა ფრუიძე.