იენს სტოლტენბერგი:საქართველო არის დამოუკიდებელი და ნატოსთან ახლოს მდგომი ქვეყანა

“ეს არის ჩემი მეორე ვიზიტი ნატოს გენმდივნის რანგში, პირველი ვიზიტი საქართველოში 1985 წელს განხორციელდა, როდესაც საქართველო განსხვავებული ქვეყანა იყო“, – ამის შესახებ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სტუდენტებთან შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
როგორც სტოლტენბერგმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველომ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა და შეითვისა ფუნდამენტური ღირებულებები  – დემოკრატია, მასმედიის თავისუფლება, უმცირესობების დაცვა, სამართლის უზენაესობა და ა.შ.
”ეს არის ჩემი მეორე ვიზიტი ნატოს გენმდივნის რანგში. საქართველოში მანამდეც ვიყავი. პირველი ვიზიტი საქართველოში 1985 წელს განხორციელდა, როდესაც საქართველო განსხვავებული ქვეყანა იყო. ამ პერიოდში ევროპა გაყოფილი იყო ღირებულებებით, კედლებით და არმიებით. 1985 წელს საქართველო იყო საბჭოთა რესპუბლიკა, ამჟამად არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ძალიან ახლობელი ქვეყანა ნატოსთვის, რომელიც იბრძვის მასში გაწევრიანებისთვის. როდესაც 1985-ში თბილისში ჩამოვედი, გავჩერდი სასტუმრო ”ინტურისტში” , რომელიც განსხვავდება იმ სასტუმროსგან, რომელშიც დღეს ვცხოვრობ და ესეც ცვლილებების გამოხატულებაა. ძალზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საქართველოში, ქვეყანამ შეითვისა ფუნდამენტური ღირებულებები – დემოკრატია, მასმედიის თავისუფლება, უმცირესობების დაცვა, სასამართლოს უზენაესაობა. ეს ის ღირებულებებია, რომელიც გვაკავშირებს. ჩვენ გვევალება დავიცვათ ეს ღირებულებები სხვადასხვა გზითა და მეთოდით”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს ავღანეთის მისიაში  მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
”ნატოს ყველა წევრის სახელით, ნატოს პარტნიორების სახელით, ნება მომეცითლ ღრმა მადლიერება გამოვხატო საქართველოს მისამართით. თქვენ ნატოს გვერდში უდგახართ ავღანეთში, მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ვაღიარებთ და მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ მსხვერპლს, რომელიც საქართველოს ჯარისკაცებმა და მათმა ოჯახებმა გაიღეს. თქვენი ძალები რეალური წვლილის შემტანი გახდა ავღანელი ხალხისთვის უსაფრთხო მომავლის მშენებლობაში და ისინი ჩვენც უსაფრთხო გარემოში გვამყოფებენ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები